logo
ENG



არძინბას თქმით, ლუკაშენკომ აფხაზეთთან "უბაჟო ვაჭრობის უზრუნველყოფა" გადაწყვიტა

15 სექ 202315:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/15/49gvd75dp7udadz.jpg

კუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთთან საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფა გადაწყვიტა.

"დე ფაქტოდ, ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს. ბელორუსის რესპუბლიკასთან პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვისარგებლებთ ამ შესაძლებლობით", - განაცხადა ინალ არძინბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთი ბელარუსთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ამყარებს. ამასთან, არძინბამ თქვა, რომ "აფხაზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს" შექმნა განიხილება.

2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკომ განმარტა, თუ რატომ არ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა. მისი თქმით, დასავლეთი მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მოსკოვმა კი უარი თქვა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე. ამავდროულად, "საქართველოსგან ოსეთის ჩამოშორებას" ბელარუსის ლიდერმა "ცუდი ფაქტი" უწოდა.

2022 წლის 28 სექტემბერს ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. თებერვალში კი ლუკაშენკომ ბჟანია მინსკში მიიღო.


close დახურვა